ტოშკი უსუი პიანისტი

პიანისტი ტოშკი უსუი დაიბადა 1977 წელს, სწავლობდა ტოკიოს სახვითი ხელოვნების უნივერსტებში და შემდგომში ზალცბურგის მოცარტეუმში ისეთ პედაგოგებთან როგორებიც არიან შუკუ ივააკი, კაცუმი უედა, კარლ–ჰაინც კამერლინგლი და ავო კუიუმიჯანი.
მან საერთაშრისო ასპარეზზე მოღვაწეობა კანტუს საერთაშორისო შეჯიბრში გამარჯვების შემდეგ დაიწყო და მას შემდეგ მრავალი კონცერტი გამართა. იგი აგრეთვე არის ვიოტის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და ჰოლანდიის მუსიკის ფესტივალზე მან მიიღო დონემუსის პრიზი თანამედროვე მუსიკალური ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის.
2003 წლიდან ბატონი უსუის აქტივობების ცენტრი არის ევროპა, უფრო კონკრეტულად კი ვენა, თუმცა იგი ხშირად აწყობს კონცერტებს მსოფლიოს სხვა წერტილებშიც. იგი ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა მუსიკის ფესტივალებში და რამდენჯერმე მიწვეული იყო მსაჯად საერთაშორისო შეჯიბრებებში.
2004–2006 წლებში იგი მართავდა ყოველწლიურ კონცერტებს კიევში, უკრაინაში რომლებზეც უკრავდა როგორც სოლოდ ასევე ორკესტრთან ერთად. ამ პერიოდში დიდი აღიარების მოპოვების შემდგომ იგი პაულ გულდასთან და რაფაელ ოლეგთან ერთდ მიიწვიეს შოსტაკოვიჩის პირველი საფორტეპიანო კონცერტის შესასრულებლად ღონისძებებში "შუმანი და მისი თანამედროვეები" (2005) და "შოსტაკოვიჩის მეასე იუბილე" (2006).
და 2006 წელს ვენის საზოგადოებამ გადასცა სპეციალური ჯილდო თანამედროვე ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
მის ბოლო წამოყლებებს შორის ერთერთია ტური "მთელს მსოფლიოში", რომელიც 2008 წელს დაიწყო და რამდენიმე კონტინეტი მოიცვა. სხვადასხვა ღონისძიებებში ის თანამშრომლობდა სხვადასხვა არტისტებთან რომელთა შორის არიან: ვოლფგანგ მარშნერი, ივრი გიტლისი, კრისტოფ ვერზინი და ა.შ.
მას აგრეთვე გაეროს ეგიდით ჩატარებული აქვს საქველმოქმედო კონცერტები პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკებში. მშობიურ იაპონიაში ბატონი უსუი უკრავს სხვადასხვა ორკესტრთან ერთდ, რომელთა სიაშიცაა ტოკიოს, კანაგავას და გეიდაის ფილარმონიათა ორკესტრები.
აქტიურ მუსიკალურ კარიერასთან ერთდ იგი ამჟამად არის მმართველი დირექტორი "იაპონია–ჰონკონგის მუსიკალური კავშირისა", "იოკოჰამას სიმფონიეტას" გენერალური მენეჯერი და შობის უნივერსტეტის მოწვეული პროფესორი
toshikiusui.com